რუსეთის არმია კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით pravda ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.
„მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]