უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 120 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 246 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 23 339 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 33 547 ერთეული [+13]
- MLRS – 1 517 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 225 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 68 547 ერთეული [+254]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 841 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 63 775 ერთეული [+70]
- სპეცტექნიკა – 3 973 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 667 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 89 275 უპილოტო საფრენი აპარატი
- 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 25 429 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 598 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 30 317 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 43 534 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.































































