უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 22 თებერვლამდე დაახლოებით 145 060 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 620 მხოლოდ გასულ დღეს_ ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 3,334 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი, 6 569 ჯავშანტექნიკა, 2 345 საარტილერიო სისტემა, 471 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 243 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 საბრძოლო თვითმფრინავი, 287 შვეულმფრენი, 2026 ტაქტიკური უპილოტო საჰაერო ხომალდი, 873 საკრუიზო რაკეტა, 18 საბრძოლო ხომალდი/ნავი, 5212 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა და 226 ცალი სპეცტექნიკა.