ფინეთმა, შვედეთის მსგავსად, უარი განაცხადა “ევროვიზია 2022”-ში მონაწილეობაზე, თუკი იქ რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას.
“ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას კონკურსში, სადაც რუსეთი, რომელიც ღიად ესხმის თავს ფასეულობებს, გამოიყენებს ამ ბრენდს (ევროვიზიას) საკუთარი ინტერესების გასავითარებლად”, _ აცხადებს ფინეთის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია.
შეგახსენებთ, რომ “ევროვიზია 2022” იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება.