რუსეთის გოსდუმის ორი დეპუტატი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა ЛНР და ЛДР-ის დამოუკიდებლობა ცნო, _ იუწყება gordonua.com.
დეპუტატმა რუსეთის კომუნისტური პარტიიდან ოლეგ სმოლინმა ფეისბუქზე დაწერა, რომ შეცდა პროგნოზში და გაოგნებულია მიმდინარე მოვლენებით.
“სამხედრო ძალა პოლიტიკაში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. მე ძალიან მეცოდება ადამიანების სიცოცხლე _ როგორც ჩვენი, ისე _ მათი”, _ წერს სმოლინი.
კიდევ ერთი დეპუტატი რუსეთის კომუნისტური პარტიიდან მიხეილ მატვეევი ომის წინააღმდეგ გამოვიდა:
“ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. როცა ხმას ვაძლევდი ЛНР და ЛДР-ის დამოუკიდებლობას, მე ხმას ვაძლევდი მშვიდობას და არა ომს!”, _ წერს მატვეევი ინსტაგრამზე.