უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აკონტროლებენ ქალაქ იზიუმს, ხარკოვის რეგიონის რეგიონალურ ცენტრს. ამის შესახებ BBC წერს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმის აღების შესახებ 24 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ იზიუმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.
იზიუმის მოსახლეობა მხოლოდ 50 ათასი ადამიანია, მაგრამ ქალაქი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.