რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ავდიივკაში, სკოლა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალით დაბომბეს, რის გამოც ის მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ განცხადება ukrinform-ის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ გააკეთა.
„რუსებმა კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება გაანადგურეს დონეცკის ოლქში, ავდიივკას №1 სკოლა. წუხელ რუსეთის ჯარმა სკოლა დაბომბა აკრძალული თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალით. სკოლა მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია: შენობაში მხოლოდ მორიგე პერსონალი იმყოფებოდა”,_ ნათქვამია განცხადებაში.