რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა ხომალდმა მარიუპოლი დაბომბა.
„მარიუპოლი ახლახანს დაბომბა რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა. მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქის ცინიკურად განადგურებას ყველა არსებული არსენალის გამოყენებით. თვითმფრინავების, არტილერიის, სხვადასხვა სისტემებისა და ტანკების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ქალაქს ანადგურებენ მძიმე იარაღით“, – ნათქვამია აზოვის სპეციალური ოპერაციების რაზმის განცხადებაში.
Ukrinform-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეჭრამ მარიუპოლში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.