რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა. ამის შესახებ tass წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები. თუმცა საწარმოს მიმდებარედ სამ ქუჩაზე მდებარე სახლების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მსხვერპლი არის.
როგორც tass, ასევე წერს, დაბომბვის შედეგად ბელგოროდის რაიონში ერთ-ერთი სტამბაც დაზიანდა, საიდანაც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, ასევე რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შვეულმფრენების დაბომბვის შედეგად დაზიანდა შპს „ტექსაფირის“ შენობა და სამრეწველო პარკ „სევერნიში“.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ბელგოროდში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენეს. უკრაინულ მხარეს იერიში ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.