რუსეთის სახელმწიფო მედია TASS – ის ინფორმაციით, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინელი სამხედროების დაბომბვის შედეგად დაიჭრა.
TASS მისმა თანაშემწემ უთხრა, რომ დიმიტრი როგოზინი, რომელიც ახლა რუსი სამხედროების მოხალისეების გუნდს ხელმძღვანელობს დონბასის რეგიონში, ზურგში დაჭერს და კლინიკაშია გადაყვანილი.
მისივე თქმით, დონეცკში მისი სასტუმრო დაბომბეს.
“მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ჩანს ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა”, – თქვა თანაშემწემ.
მედია ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
TASS ინფორმაციით, ასევე დაჭრესე ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” მთავრობის მეთაური, ვიტალი ხოცენკოც დაიჭრა.
მისი პრესმდივანის თქმით, ე.წ. მეთაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“დაშავდნენ მისი თანმხლები პირებიც”, – განაცხადა მან.
ავტორი