,, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ – 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს“ – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი Twitter-ზე.
“რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერმინისტრს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა.” – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]