რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – წერს უწყება.