ვლადიკავკაზიდან მოპარული 2 ძვირადღირებული მანქანა ცხინვალის რაიონში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, მანქანები ვლადიკავკაზში მცხოვრებმა მოქალაქემ 2022 წლის აპრილში დაკარგა. საჩივრის მიხედვით, ძვირადღირებული მანქანები მიაქირავა პირს, რომელმაც ქონება აღარ დაუბრუნა.
ერთ-ერთი მანქანა მილიციამ ცხინვალის რაიონის სოფელ კლარსში (ერედვის სიახლოვეს) აღმოაჩინა. მეორე მანქანა კი უფრო ადრე, ივნისში იპოვეს, ისიც ცხინვალის რაიონში. ორივე მანქანა მფლობელს დაუბრუნეს.
წყარო: qartli.ge