რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00-ზე დანებებისკენ მოუწოდებს.
უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ საომარ მოქმედებების შეწყვეტის და იარაღს დაყრის შემთხვევაში, სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას გამოიჩინოს წინდახედულობა, მისცეს შესაბამისი მითითებები ბოევიკებს, შეწყვიტონ უაზრო წინააღმდეგობა დადატოვონ წინააღმდეგობის ცენტრი. მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ისინი არ მიიღებენ მსგავს ბრძანებებს კიევის ხელისუფლებისგან, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და დადონ იარაღი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ქარხანაში შექმნილი “კატასტროფული სიტუაციის გათვალისწინებით”, ასევე როგორც “წმინდა ჰუმანური პრინციპებით” მიიღეს. დროს უკრაინელ მეომრებს ოკუპანტი ქვეყანა 16 საათამდე აძლევს.
19 აპრილის დილიდან რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ოკუპანტები ბომბავენ ქარხნის ტერიტორიას, ასევე ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-არხზე წერს, რომ ლევობერეჟნის რაიონს ოკუპანტები ტანკებითა და არტილერიით ბომბავენ.
ავტორი