უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა, რის შედეგადაც 130 უკრაინელი დამცველი სახლში ბრუნდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა Telegram-ზე გააკეთა.
„მორიგი პატიმართა გაცვლა მოხდა და ჩვენ მოვახერხეთ 130 ადამიანის სახლში დაბრუნება: 126 კაცი დამცველი და ოთხი ქალი დამცველი. ესენი არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, უკრაინის ეროვნული გვარდიიდან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან“, – წერს იერმაკი.