,,რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად პირველ სამ თვეში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაღუპულთა იმავე რაოდენობა განიცადა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს.“ _ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებულ ანგარიშში წერია.
“დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს იზრდება, რუსეთის არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ გამოიწვია.
რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ ომისგან გამოწვეული მსხვერპლის მიმართ მგრძნობიარეა. უკრაინაში მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ეს ფაქტი უფრო აშკარა ხდება და შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გაიზარდოს”. – წერია ანგარიშში.