რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
BBC-ის ინფორმაციით, რუსული ენერგეტიკული გიგანტი “გაზპრომი” ლატვიას ადანაშაულებს შესყიდვის პირობების დარღვევაში, მაგრამ ამ სავარაუდო დარღვევის დეტალებს არ ასაჯაროებს.
ლატვია ბუნებრივი აირის იმპორტისთვის მეზობელ რუსეთს ეყრდნობა, მაგრამ გაზი მისი ენერგიის მოხმარების მხოლოდ 26%-ს შეადგენს.