რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამერიკული მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანია Meta ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუსეთში Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია აკრძალულია,- აცხადებს Rosfinmonitoring.
ეს აკრძალვა ახლა ბანკებს ავალდებულებს გაყინონ თანხები ამ სიაში მყოფი კომპანიებისთვის და შეაჩერონ მომსახურება მათ ანგარიშებზე.
21 მარტს მოსკოვის ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომ მეტა ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და განაცხადა, რომ მეტას ხელმძღვანელობამ უკრაინიდან მომხმარებლებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლება მისცა.
სასამართლომ ამერიკული კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მარტის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხებოდა WhatsApp მესენჯერს, რომელიც ასევე Meta-ს ეკუთვნის, რადგან ის საჯაროდ არ ავრცელებს ინფორმაციას.
ავტორი