რუსეთმა ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. ორივე მათგანი ფიზიკური პირების “უცხო აგენტების” სიაში მოხვდნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათი ამ სიაში ჩაწერის საფუძვლად მითითებულია: “პოლიტიკური საქმიანობის გახორციელება”. იუსტიციის სამინისტრომ ხოდორკოვსკი უკრაინასთან, კასპაროვი კი უკრაინასთან და ამერიკულ ფონდ Human Rights Foundation-თან დააკავშირა.
სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის ხოდორკოვსკის დაფინანსების წყარო უკრაინაა. ასევე, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კასპაროვი შემოსავალს უკრაინიდან და ადამიანის უფლებათა ფონდიდან იღებს.
28 თებერვალს ხოდორკოვსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე ომის საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. განცხადებას ხელი გარი კასპაროვმაც მოაწერა. იგი პუტინის რეჟიმისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის აქტიური მოწინააღმდეგეა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, სიაში 7 ფიზიკური პირია – ტელეწამყვანი ევგენი კისელევი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, ნავალნის თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი, პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რეპერი ალიშერ მორგენშტერნი.
ავტორი