BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა კიდევ ერთი კაშხალი ამოიღო მიზანში, ამჯერად ზაპორიჟიეს რეგიონში.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, ვალერი შერშენმა განაცხადა, რომ მოსკოვის ძალებმა ააფეთქეს ნაგებობა სოფელ ნოვოდარივკას მახლობლად, რამაც გამოიწვია წყალდიდობა მდინარე მოკრი იალის ორივე ნაპირზე.
BBC-მ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
შერშენმა თქვა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად აფეთქებდა კაშხლებს რეგიონში, რომ შეაჩეროს უკრაინის წინსვლა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ.
გასულ ორშაბათს კახოვკას უზარმაზარი კაშხალი დაირღვა, რამაც დიდი დატბორვა გამოიწვია. უკრაინის სამხედროებმა და ნატომ კაშხლის აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულეს, რუსეთი კი უკრაინას ადანაშაულებს.
ათასობით ადამიანი ევაკუირებულია მდინარე დნიპროს ორივე მხრიდან დაბლობიდან.