BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლში, ბრძოლაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა ამტკიცებდა, რომ ის მოკლა. საპორტო ქალაქ მარიუპოლში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
პელის გარდაცვალება თავდაპირველად დაადასტურა ნახიმოვის საზღვაო კოლეჯის მდივანმა, კონსტანტინე ცარენკომ, სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე (VK).
მოგვიანებით, სევასტოპოლის რუსმა სენატორმა VK პოსტში თქვა, რომ “სევასტოპოლმა განიცადა მძიმე, გამოუსწორებელი ზარალი… პალი გარდაიცვალა ბრძოლებში მარიუპოლის ნაცისტებისგან განთავისუფლების დროს”.
სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამაში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ “ანდრეი ნიკოლაევიჩმა აირჩია სამშობლოს დაცვა, როგორც მისი ცხოვრების საქმე და მოკვდა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის”.
უკრაინულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შედეგად დაწყებული ბრძოლების დროს ხუთი რუსი გენერლის დაიღუპა. რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა ამ მსხვერპლიდან მხოლოდ ერთი – გენერალი ანდრეი სუხოვეცკის დაღუპვა.