შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მიზნით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ბაზებიდან უკრაინაში ჯარები გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი მე-4 (ცხინვალის ოლქი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზები უკრაინაში“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე.
გენერალური შტაბის მონაცემებით, მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში ჩამოყალიბდა და გაგზავნილი იქნა სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG), 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეებით. მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან ორი BTG ჩამოყალიბდა, რომელშიც დაახლოებით 800 ადამიანი შედის.