EURONEWS– ის ინფორმაციით, შვედეთი აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე.
მაუწყებლის ინფორმაციით, შვედეთის საჰაერო ძალების მეთაურმა შაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა პარასკევს შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია გოთლანდის აღმოსავლეთით.
ცნობისთვის, მარტში შვედეთი ოფიციალურად შეუერთდა ნატოს, როგორც ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსის 32-ე წევრი.