დღეს დილით რუსმა დამპყრობლებმა “სლავიანსკა თბოსადგური დაბომბეს, სადგურის ტერიტორიაზე ტექნიკა დაზიანდა”, – წერს დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო თავის ტელეგრამაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი “განზრახ უმიზნებს რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას”.
ხანძარი, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა, ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ქალაქ ნიკოლაევკაში დაბომბვის შედეგად წყალმომარაგების შეფერხებები დაიწყო.
ავტორი