უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში შეძლებს დაარწმუნოს საქართველო სომხეთში რუსული ჯარების გაგზავნაში, რათა სომხეთი უფრო მართვადი გახდეს. ამის შესახებ მან UKRLife TV-ის ეთერში ისაუბრა.
„ჩემი აზრით, რუსეთს უკვე აქვს საქმე თითქმის მოგვარებული საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.
თუ დაიჯერებთ იმ ვერსიას, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია მის მოწამვლაზე და, ღმერთმა დაიფაროს, ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება ყველა ვალდებულებით.
და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი – რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. გარდა ამისა, ვიცი, რომ აფხაზეთში აგრძელებენ “მცოცავ ოკუპაციას”. რუსული ჯარების ბოლო მოძრაობა ამ ზაფხულს დაფიქსირდა. ეს არის საქართველოს ხელმძღვანელობაზე ზეწოლის ინსტრუმენტი“, – განაცხადა ჟდანოვმა.