TASS- ის გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოდან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ჩასულ საქართველოს მოქალაქეს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე თორნიკე გოგუაძისთვის (დაუსწრებლად) სასჯელის მისჯა. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლომ გოგუაძეს (დაუსწრებლად) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დადგინდა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე უკრაინაში ჩავიდა და დაქირავებულ მებრძოლად შეუერთდა პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნები და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის გოგუაძე ყოველთვიურად იღებდა ფულს. გოგუაძე დაუსწრებლად დააკავეს და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.


































































