რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტზე, დმიტრი გორდონზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია RIA Novosti რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთმა გორდონზე ძებნა სისხლის სამართლის საქმეზე გამოაცხადა, თუმცა, უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ მუხლს ედავებიან უკრაინელ ჟურნალისტს.
იქამდე, რუსეთის საგამოძიებო უწყებამ გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მარტში აღძრა. ისინი ჟურნალისტს ბრალს ომის გაჩაღების საჯარო მოწოდებებში, სიძულვილის წაქეზებასა და რუსული ჯარის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, განაცხადა, რომ გორდონმა უკრაინული ტელეარხის ეთერში მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და გაავრცელა “განზრახ ცრუ ინფორმაცია” სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისა და საარტილერიო დაბომბვის შესახებ რუსული არმიის მიერ.
აპრილში კი გორდონი იმ პირთა სიაში შეიყვანეს, რომლებიც ექსტრემისტულ და ტერორისტულ საქმიანობაში არიან შემჩნეულები.
„ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა მივიღე რუსეთიდან. ეს ნიშნავს, რომ მე პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“, – თქვა გორდონმა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.
ავტორი