რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ვოლნანსკი დაბომბა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქს დამრტყმელი დრონებით შეუტიეს.
„რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ვოლნანსკის კერძო სექტორი დაბომბეს. დანგრეულია სახლები, იყო ხანძარი. სამწუხაროდ, დაიღუპა ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი. კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, – განაცხადა ფიოდოროვმა.






























































