გვიან ღამით რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პირველადი მონაცემებით შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა,_ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვია.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.