რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, სოფელ რაზუმნოიეს მახლობლად, ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ეს მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შემდეგ.
“კიდევ ერთხელ გვაქვს დაბომბვა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში ნავთობის საწყობს მოხვდა. ადგილზე ვარ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს. გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ” – დაწერა გლადკოვმა ტელეგრამის არხზე.
TASS-ი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ათი ტანკიდან ერთი დაზიანდა ნავთობის საცავში.
სოფელი რაზუმნოე ბელგოროდიდან დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს.
ავტორი