6 დეკემბერს დრონებით თავდასხმა მოხდა ბრიანსკის ოლქში, “სლავას” ქარხანაში. ინფრმაციას რუსული მედია “База” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც Baza Telegram არხი იუწყება, ქარხანაში დაბომბვა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, სავარაუდოდ ქარხნის ტერიტორიაზე ორი დრონი შეფრინდა – ისინი დიზელის საწვავის ავზებიდან სამ მეტრში აფეთქდა.
“ბაზა” წერს, რომ იმ მომენტში ხუთტონიანი ტანკერები ცარიელი იყო, რამაც ქრხანას სერიოზული ხანძარი აარიდა.
30 ნოემბერს, რუსეთის ბრაიანსკის ოლქში, სურაჯის რაიონში ნავთობპროდუქტების ტანკებს ცეცხლი გაუჩნდა. rosZMI-ს ცნობით, დიზელის საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, სავარაუდოდ, დაუდგენელი საბრძოლო მასალის ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავიდან ჩამოვარდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ცეცხლი ორ ტანკს გაუჩნდა.