“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, რუსეთში დააკავეს გაკოტრებული სამშენებლო კომპანიის „Бамстройпуть“-ის გენერალური დირექტორი იგორ ტუშკევიჩი. მას სახელმწიფო კონტაქტებიდან ფულადი სახსრების მიტაცებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, ტუშკევიჩი საქართველოში იმალებოდა, რის შემდეგაც რუსეთში დაბრუნებული დააკავეს და წინასწარი მოთავების იზოლატორში გადაიყვანეს, ამის თაობაზე ნათქვამია საქმის მასალებში, რომელსაც რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი გაეცნო.
„იგორ ტუშკევიჩი საქართველოდან რუსეთში დაბრუნდა თებერვლის დასაწყისში. ის მოსკოვის აეროპორტში დააკავეს კომპეტენტურმა ორგანოებმა. ამჟამად იმყოფება ქალაქის ერთ-ერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
თავად ტუშკევიჩის სიტყვებით, საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ არაფერი იცოდა. ადვოკატის სიტყვებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბიზნესმენი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ჩვენებებს იძლევა.
ამავე საქმეზე დაკავებულია და წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ბიზნესმენის ვაჟი იგორ ტუშკევიჩიც, დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი და იძებნება კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანტონ აბდურახმანოვი,
სამივე მათგანის მიმართ საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული, – იუწყება ტასსი.
«Бамстройпуть» რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამხედრო სამშენებლო კომპანიის (ВСК) ქვეკონტრაქტორი იყო, კომპანია 1971 წელს შეიქმნა.
წყარო: რადიო თავისუფლება