ცოტა ხნის წინ რუსმა რეჟისორმა ივან ვირიპაევმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წერილი რუსეთის სახელმწიფო თეატრებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ გეგმავს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის დახმარების ფონდებში გადარიცხოს.
რეჟისორის განცხადებას რუსეთში კულტურის სამინისტროს მხრიდან დიდი ხმაური და აგრესია მოჰყვა. ვირიპაევმა უკან არ დაიხია: – „რუსეთის ხელისუფლება ახლა აწარმოებს ამაზრზენ და კრიმინალურ ომს უკრაინაში“.
როგორც გამოცემა „ტეატრ“ წერს, ამჟამად დაწყებულია ივან ვირიპაევის პიესების ამოღება რუსული თეატრების რეპერტუარიდან. მაგალითად, „ტექნიკური მიზეზებით“ გაუქმდა სანკტ-პეტერბურგის, ტოვსტოგონოვის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მღელვარება“ ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით. „ტეატრ ნაციი“ კი აუქმებს სპექტაკლს – „ირანის კონფერენცია“, რომელიც ივან ვირიპაევმა დადგა.
ავტორი