რუსეთში კიროვის ფეოდოროვსკის ეკლესია დაიწვა -ინფორმაციას რუსული გამოცემა TASS ავრცელებს.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარი 225 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და მის ჩასაქრობად ადგილზე შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ზარალი ზუსტდება. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„01:38 საათზე შევიდა ინფორმაცია ღვთისმშობლის ფეოდოროვსკაიას ხატის სახელობის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მისამართზე: კიროვი, მწვანე სანაპირო, 7ა. გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია,“ – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მესამე სახანძრო-სამაშველო რაზმის მომზადებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამომძიებლები ჯერ არ დაუდგენიათ.
კიროვის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე სოკოლოვის თქმით, ეკლესია სერიოზულად დაზიანდა. უახლოეს მომავალში ექსპერტები შენობის დამხმარე კონსტრუქციებს შეისწავლიან.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ აღვადგენთ ან ავაშენებთ ეკლესიას. ძველი რუსული ტრადიციის თანახმად, დამწვარი ტაძრის ადგილზე ახალი უნდა აშენდეს”, – წერს სოკოლოვი Telegram არხზე .
ფეოდოროვსკის ტაძარი 2007 წელს აშენდა და ის ვალდაიში, პუტინის რეზიდენციაში მდებარე ვლადიმირის ეკლესიის ზუსტი ანალოგია.
ავტორი