რუსეთში, ურალში სვერდლოვსკის ოლქის სოფელ გოლუბკოვსკოეში მე-19 საუკუნეში აშენებულ და შემდგომში რესტავრირებულ ამაღლების ეკლესიაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლო Z განათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.
მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარზე ომის სიმბოლოს მიმმაგრებლმა აქტივისტმა აღნიშნა, რომ Z-ის გამოყენება პუტინისა და ომში დაღუპული ჯარისკაცების მხარდასაჭერად გადაწყვიტა. 200 წლის ტაძრის გუმბათის Z ასოთი მარკირების ინიციატორები თავიანთ ქმედებას ვლადიმირ პუტინისა და დაღუპული რუსი ჯარისკაცების მხარდაჭერის სურვილით ხსნიან.
“ასო Z დროებით მივამაგრეთ. ჩვენი არმიის მხარდასაჭერად, ჩვენი პრეზიდენტის მხარდასაჭერად. მათ მხარდასაჭერად, ვინც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის”, – აღნიშნა აქტივისტმა.
ეპარქიის სამმართველოს მდივნის, მღვდელი დმიტრი იამშიკოვის თქმით, აქტივისტების ნაბიჯი ეპარქიასთან და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმებული არ იყო.
ავტორი