რუსეთში დაგეგმილია პროფესიონალი სპორტსმენების მოხალისეთა რაზმების შექმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამ საკითხის წინასწარი განხილვა ორშაბათს 10 ოქტომებრს მოსკოვში გაიმართა. ამ დროისთვის სამობილიზაციო პროცესში ძირითადად რეგიონული სპორტული ფედერაციების ჩართვა იგეგმება, მათ ამის შესახებ უახლოეს ხანში აცნობებენ.
РИА Новости წერს, რომ, თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება და მოხალისეების საკმარისი რაოდენობა დაკომპლექტდა, არ არის გამორიცხული მოსკოვის სპორტული ფედერაციებიც ჩაერთონ.
ცნობისთვის, რუსეთში 21 სექტემბრიდან ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
ავტორი