რუსეთში, ქალაქ ულიანოვსკთან მომხდარ უმძიმეს ავარიას ქართველი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიტად იყო.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ადგილზე დაღუპულა.სავარაუდოდ, სამშობლოში დღეს მოასვენებენ”, _ ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც 21 აგვისტოს მოხდა, 5 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, 2 სატვირთო, სამარშუტო ტაქსი და 2 მსუბუქი ავტომობილი.
მომხდარის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 16 ადამიანი.