Porsche-ს მფლობელები მთელ რუსეთში მასობრივი პრობლემის წინაშე დადგნენ _ ავტომანქანა მოძრაობის დროს ქრება ან საერთოდ არ იქოქება. ამ პრობლემის მიზეზად სახელდება თანამგზავრული მეთვალყურეობის ქარხნული სისტემა VTS, რომელიც აქტიურდება სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში, _ იუწყება auto.24tv.ua.
1 დეკემბერს, რუსეთში, მოსკოვიდან კრასნოდარამდე, Porsche-ს მფლობელებმა განაცხადეს ძრავის მოულოდნელი გაჩერების, სიგნალიზაციის არაკორექტული მუშაობის ან იმის შესახებ, რომ მანქანა საერთოდ არ იქოქებოდა. პრობლემები ჰქონდა 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომანქანებს, რომლებსაც VTS ბლოკი უყენიათ.
ეს სისტემა ბლოკავს ძრავს, თუ მანქანა კარგავს კავშირს თანამგზავრთან. ნორმალურ სიტუაციაში ამ სისტემამ მანქანა გატაცებისგან უნდა დაიცვას, თუმცა, ამჯერად ასობით ავტოა პარალიზებული.
ზოგი მძღოლი ცდილობს „გააცოცხლოს“ საკუთარი ავტომანქანა აკუმულატორის ჩახსნით, სხვები სიგნალიზაციის კაბელების გამოგლეჯით ცდილობენ Porsche-ს დაქოქვას, თუმცა, ამ ყველაფერს შედეგი არ მოაქვს.
ამ ინციდენტს ზუსტი ახსნა ჯერ აქ აქვს _ რუსეთში Porsche-ს წარმომადგენლობა დუმს, დუმს ცენტრალური ოფისიც; ექსპერტები თანამგზავრული სისტემის გაუმართაობაში ხედავს პრობლემას, ზოგი ფიქრობს, რომ ეს გამიზნული ქმედებაა, თუმცა, ფაქტი ერთია _ რუსეთში Porsche-ს მფლობელები ევაკუატორის რიგში დგანან.































































