რუსეთის სამხრეთით, ქალაქ იეისკის საცხოვრებელ უბანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი, სუ-34 გამანადგურებელი, საწვრთნელ ფრენას ასრულებდა, როდესაც მის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში მყოფი მფრინავები ჩამოვარდნამდე გადმოხტნენ.
„თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი პილოტების მოხსენების თანახმად, ავარიის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავში გაჩენილი ხანძარი გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმ ადგილას, სადაც სუ-34 ჩამოვარდა, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, თვითმფრინავის საწვავის მარაგს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის ხუთ სართულს მოედო და რამდენიმე კორპუსი დაზიანდა.
კრემლმა ეროვნულ და რეგიონულ ხელისუფლებას უბრძანა, გაუწიონ „ყველა საჭირო დახმარება“ სამხრეთ ქალაქ იესკის ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, იუწყება სააგენტო Tass.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და გამომძიებლები გაგზავნა ავარიის ადგილზე, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.
იეისკი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის საპირისპიროდ სამხრეთ უკრაინაში, რომელიც გამოყოფილია აზოვის ზღვით.