რუსეთში, ვოლგის ოლქში, ვაშლის სიდრით ინტოქსიკაციით დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. – ინფრომაციას სახელისუფლებო სააგენტო TASS ვოლგის ოლქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყალბი სიდრის მოხმარების შედეგად მოწამლულთა საერთო რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი და ერთი ორსული ქალია.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ ულიანოვსკის რეგიონში, სადაც მოწამვლის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის დაიღუპა 20 პირი.
სამარას რეგიონის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ უარყო ნიშნები “დამზადებულია სამარას რეგიონში” და “სამარა პროდუქტი” სუროგატ ალკოჰოლურ სასმელზე “მისტერ სიდერზე”, რომლის გამოყენებამ გამოიწვია მოწამვლა.
„ქსელში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ალკოჰოლურ სასმელს „მისტერ სიდერს“ სავარაუდოდ ჰქონდა მარკა „დამზადებულია სამარას რეგიონში“ და „სამარა პროდუქტი“, განვმარტავთ: შპს „ანდი“, რომელიც ეწეოდა პროდუქციის წარმოებას. მითითებული ბრენდის სიდრი, არ აქვს ასეთი ნიშნები,“ – ნათქვამია შეტყობინებაში.
ავტორი