,,ბოლო 24 საათში რუსეთის კონტროლირებადმა ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს, რა დროსაც, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინული პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთახმმების თანახმად აკრძალული იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
გარდა ამისა, შვედმა დიპლომატმა, კარლ ბილდტიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინისკენ სამხედრო ძალების გადაადგილებას აგრძლებს. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი დასახლებული პუნქტის მიმართულებით, 82 მილიმეტირანი კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და მცირე ზომის იარაღიდან გახსნეს, რაც მინსკის შეთანხმების დარღვევაა.
სოფლების – პესკისა და შიროკინოს შემოგარენში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი მცირე ტიპის იარაღებიდან გახსნეს, ხოლო ავდეევკასა და კამენკასთან – სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან. მაიორსკის მახლობლად კი რუსული მხრიდან უკრაინულ პოზიციებს ესროლეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნებიდან.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ჩამოაგდეს რუსული დრონი.
ცნობისთვის, უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას.
კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ “რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება”.
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ “უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”.
უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.