რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გემზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გემში მყოფი 106 ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განახორციელეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.