რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სია გააფართოვა, რომელშიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2018 წელს, რუსეთმა სპეციალური ეკონომიკური სანქციები უკრაინაში სამასაზე მეტ ფიზიკურ პირსა და 68 იურიდიულ პირს დაუწესა.
მაშინ რუსეთის სასანქციო სიაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები მოხვდნენ.
აღნიშნული საქნციები რუსეთის ტერიტორიაზე აქტივებისა და ქონების დაბლოკვას ითვალისწინებს.