რუსეთის ქალაქ ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა შორის რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი ტატიანა დარასელიაა. როგორც რუსული მედიასა და სოციალურ ქსელებში წერენ, ტატიანა დარასელიამ, სავაჭრო ცენტრში ბავშვების გადარჩენისთვის დაბრუნდა.
ტატიანა დარასელია მასწავლებელი იყო და კინოთეატრში შვილთან ერთად იყო მისული. ხანძრის დროს, მან ქალიშვილი შენობიდან გაიყვანა, თუმცა, როდესაც კინოთეატრის დარბაზიდან ბავშვების ხმა გაიგო, უკან დაბრუნდა რომ ისინიც დაეხსნა ცეცხლისგან, მაგრამ ის შენობიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა.
რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.