რუსეთთან დაკავშირებული რამდენიმე ბიზნესმენი ჟურნალ Forbes-ს სთხოვს, ისინი „რუს ბიზნესმენებად“ არ მოიხსენიოს. გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ მათ Telegram-ის და VKontakte-ს დამფუძნებლის, პაველ დუროვის წარმომადგენლებმა სთხოვეს.
„პაველ დუროვი წლებია, რუსეთში აღარ ცხოვრობს და არც დაბრუნებას აპირებს“, – აცხადებს ბიზნესმენის წარმომადგენელი. როგორც ცნობილია, მას საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.
ასეთივე თხოვნით Forbes-ის მობილური თამაშების შემქმნელი კომპანია Playrix-ის დამფუძნებლებმა, იგორ და დიმიტრი ბუხმანებმა, Revolut-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლაი სტორონსკიმ და ინვესტორმა იური მილნერმა მიმართა. ბუხმანები და მილნერი აცხადებენ, რომ ისრაელის მოქალაქეები არიან, სტორონსკი კი თავს ბრიტანეთის მოქალაქედ მოიხსენიებს.