რუსი ჯარისკაცები, რომლებიც დონეცკის ოლქის ვუჰლედართან დანაკარგების შემდეგ დანაყოფების შესავსებად ემზადებიან, ეძებენ შესაძლებლობებს, რომ თავიდან აიცილონ საბრძოლო მოქმედებების ზონაში წასვლა.
„ვუჰლედართან არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩქარობს გაძლიერების გაგზავნას. მათ ჩაატარეს ოპერატიული კოორდინაცია შტორმის ქვედანაყოფში, რომელიც შედის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 36-ე არმიის 37-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში. ეს შენაერთი 24 მარტს უკრაინაში განლაგებისთვის მზადდება.
ბრიგადას პერსონალის მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს; შესაბამისად, ქვედანაყოფების მეთაურები იწვევენ თავიანთ ქვეშევრდომებს, რომლებიც ამჟამად მკურნალობის ან რეაბილიტაციის პროცესში იმყოფებიან. ჯარისკაცები ჩივიან, რომ უზრუნველყოფის დონე დაბალია. ძალზე დაბალია პერსონალის მოტივაცია და დიდი რაოდენობით მცდელობები, რათა თავიდან აიცილონ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნა“,_ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.