რუსი მილიარდერი, სულეიმან კერიმოვი ნიცაში, ორშაბათს ღამით დააპატიმრეს, თუმცა, მოგვიანებით, მკაცრი პირობებით გაათავისუფლეს, ხოლო პასპორტის ხელისუფლებისთვის გადაცემა მოთხოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციითვე, გირაოს სახით კერომოვმა 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთმა კერიმოვის დაპატიმრება გააპროტესტა.
„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს დიპლომატიური პასპორტი რასაც საფრანგეთში შესასვლელად იყენებს“,_აცხადებენ კრემლში.
როგორც ცნობილია, კერიმოვი რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობით, კერომოვს საგადასახადო მაქინაციებში ადანაშაულებენ.