რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს უკრაინაში, დონეცკის ოლქში რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი თქმით, დონეცკში რუსული ჭურვების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა: 2 მელეკინში, 2 ვუგლედარში და 1 კონსტანტინევკაში. დაჭრილია 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
ამასთან, შესაძლებელი გახდა ინფორმაციის დაზუსტება ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც მარიუპოლიდან გაქცევის მცდელობისას მელეკინიოსთან დაიღუპნენ. მათ შორის არის ერთი ბავშვი.
პავლო კირილენკომ, ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
ოკუპანტებმა იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე, ქალაქ ვუჰლედარზე, ქალაქ კონსტანტინოვკასა და სოფელ მელეკინთან ახლოს მიიტანეს.






























































