ხარკოვში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 28 დაშავდა. განაცხადა Telegram-ზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში დღისით დაბომბვის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 წლის ბავშვი. სამი ადამიანი დაიღუპა“, – დაწერა სინეჰუბოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმრ ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ასევე დაადასტურა დაღუპულთა რიცხვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
,,რუსულმა ძალებმა იერიშის განსახორციელებლად გამოიყენეს Smerch-ის რამდენიმე სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“ – თქვა ტიმოშენკომ თავის Telegram პოსტში.
რუსეთის თავდასხმები ხარკოვის გარეუბანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ივლისში გაძლიერდა.
,,სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა შაბათს საღამოს აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში რუსული დარტყმის შედეგად“, – თქვა უკრაინის ხელისუფლებამ.
ავტორი