რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე ავიაიერიში მიიტანეს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა და თვითმხილველები ავრცელებენ.
„ნგრევა კოლოსალურია. სამედიცინო დაწესებულების კორპუსი, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ, მთლიანად განადგურებულია. დაშავებულ ბავშვებზე ინფორმაცია ზუსტდება“, – ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანგრეული შენობის კადრები გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. უკრაინის პრეზიდენტმა ცის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.